logo
ENG



ბორის ჯონსონმა პუტინის დამარცხების 6-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

06 მარ 202210:37
3 წუთის საკითხავი
 
ბორის ჯონსონმა პუტინის დამარცხების 6-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, აუცილებელია, მსოფლიო ლიდერებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წარუმატებლობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევა განაახლონ. 

ამის შესახებ ჯონსონი New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს, რომელშიც ვლადიმირ პუტინზე ზეწოლისა და მისი დამარცხებისთვის 6-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა.

ჯონსონის თქმით, აუცილებელია: 

  • მსოფლიო ლიდერებმა უკრაინისთვის „საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიციის“ მობილიზება უნდა მოახდინონ
  • მათ ასევე მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას „საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მცდელობებში“.
  • რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაძლიერდეს
  • საერთაშორისო თანამეგობრობამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს უკრაინაში რუსეთის ქმედებების "მცოცავ ნორმალიზებას". 
  • ომის შესახებ დიპლომატიური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, მაგრამ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების სრული თანამონაწილეობით. 
  • NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის უნდა მოხდეს უსაფრთხოების და სიმტკიცის გაძლიერების კამპანიის წარმოება. 

close დახურვა