logo
ENG



სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა

09 მარ 202217:31
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა. 

პრეზიდენტთან კონსულტაციებზე მივიდნენ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე. 

უცნობია, კონკრეტულად რა იყო კონსულტაციების საგანი. 

შეხვედრა დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა. 

პრეზიდენტთან კონსულტაციების შესახებ მედიისთვის არ უცნობებიათ.

მინისტრებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფორმულასთან კომენტარიც არ გაუკეთებიათ. 


close დახურვა