რუსეთმა ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ომის დაწყების დღიდან ალყაშია მოქცეული, სამშობიარო სახლი და საავადმყოფო დაბომბა. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ ათობით ადამიანმა დაზიანებები მიიღო.
სამშობიაროზე თავდასხმას "სიველურე" უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა NATO-ს, რომ ცა დაკეტოს.
დაბომბვას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და განაცხადა, რომ დანაშაულის გამო ვლადიმირ პუტინს პასუხს აგებინებენ.