logo
ENG



მაკრონი: შეგვიძლია დავიწყოთ გაწევრიანების პროცედურა ქვეყანასთან, რომელიც ომშია? არ მგონია

10 მარ 202222:48
3 წუთის საკითხავი
 
მაკრონი: შეგვიძლია დავიწყოთ გაწევრიანების პროცედურა ქვეყანასთან, რომელიც ომშია? არ მგონია

საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს არ ჰგონია, რომ ევროკავშირს შეუძლია გაწევრიანებაზე მოლაპარაკება ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან დაიწყოს. 

ამის შესახებ მაკრონმა დღეს, 10 მარტს ვერსალში ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

"შეგვიძლია დავიწყოთ გაწევრიანების პროცედურა იმ ქვეყანასთან, რომელიც ომშია? არ მგონია. უნდა დავუხუროთ მათ კარი და ვუთხრათ: არასდროს? ესეც უსამართლო იქნება. შეგვიძლია დავივიწყოთ რეგიონში ბალანსი? ფრთხილად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

თუმცა, მანვე თქვა, რომ სურდა "ძლიერი სიგნალის" გაგზავნა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსთვის, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაგზავნეს განაცხადი წევრობისთვის.

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად მოაწერა. მაშინ ქვეყნის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ "უკრაინელებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან. ამის ფურცელზე გადატანის დრო დადგა". უკრაინის გაწევრიანებაზე ევროკავშირში 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ვონ დერ ლაიენმაც ილაპარაკა. მისი თქმით, უკრაინის ადგილი სწორედ EU-შია.


close დახურვა