logo
ENG



საქართველოში OneRepublic-ის კონცერტი გაუქმდა

31 მარ 202211:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/b4zqmv56d0tge5i.jpg

საქართველოში ჯგუფ OneRepublic-ის კონცერტი გაუქმდა. კონცერტი შეკვეთილში, 28 მაისს უნდა გამართულიყო.

Black Sea Arena-ს ცნობით, მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია. 

"სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ 28 მაისს დაგეგმილი OneRepublic-ის კონცერტი უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ვეღარ ჩატარდება. ჩვენი დიდი მცდელობისა და სამკვირიანი აქტიური მუშაობის მიუხედავად, ამ სცენარის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

გვესმის თქვენი გულისწყვეტა, ჩვენთვისაც დიდი იმედგაცრუებაა ორწლიანი ლოდინის შემდეგ თქვენთან შეხვედრის კიდევ ერთხელ გადადება. გვინდა, ბოდიში მოგიხადოთ მათ, ვინც ასე სულმოუთქმელად ელოდით მონატრებული ემოციების კიდევ ერთხელ მიღებას არენაზე.

მადლობა ნდობისთვის, განსაკუთრებული მადლობა კი იმ ადამიანებს, ვინც ორი წლის განმავლობაში ელოდა ამ კონცერტს. ჩვენთვის თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. შეძენილი ბილეთების დაბრუნება დაიწყება 4 აპრილიდან, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის გიპასუხოთ.

იმედი გვაქვს თქვენთან მალე შეხვედრის და უფრო დიდი თავგადასავლების, რომლებიც აუცილებლად გველოდება წინ. მთავარია იყოს მშვიდობა", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა