გერმანიამ 40 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, დიპლომატები ქვეყნიდან უკრაინაში რუსული ჯარების წარმოუდგენელი სისასტიკის საპასუხოდ გააძევეს. მათ ქვეყნის დასატოვებლად 5 დღე აქვთ.
ამასთან, როგორც ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, გერმანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერას გაუზრდის.
რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქალაქის ქუჩებში.