მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 680 ათასს უახლოვდება, დაღუპულთა საერთო რიცხვმა კი 31 ათასს გადააჭარბა.
ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა რამდენიმე პროცენტით დაიკლო ესპანეთში, თუმცა, ამავდროულად, ქვეყანაში მსხვერპლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ესპანეთში 838 პაციენტი დაიღუპა.
10 ათასს აჭარბებს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა იტალიაში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა პანდემიის პიკს უახლოვდება. ვითარების გაუარესებისთვის ემზადებიან საფრანგეთშიც და დიდი ბრიტანეთშიც, სადაც მოსახლეობა კარანტინის პერიოდის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების შესახებ უკვე გააფრთხილეს.
წერილი პირადად ბორის ჯონსონისგან 30-მა მილიონმა ოჯახმა მიიღო. მსხვერპლი გაიზარდა ირანშიც. ოფიციალური თეირანის ცნობით, ერთ დღეში ვირუსს 123 ადამიანი ემსხვერპლა.