ცხედრების ქალაქი, ბუჩა 2022 მარტი. დაწვეს მოხუცები, ძალადობა, გაუპატიურება, წამება, დახვრეტა. ცოცხლად დამარხვა, მოჭრილი თავებით ბურთის თამაში, გაგრა, ოჩამჩირე, სოხუმი, გალი. ის სისასტიკე ახლა რასაც კაცობრიობა თვალს ადევნებს, საქართველომ უკვე გამოიარა. მძიმე და ენითაუწერელი რუსული ფაშიზმი. რატომ დარჩა აფხაზეთის ტრაგედია საერთაშორისო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი? და ხომ არ მიგვიყვანა ამან დღევანდელ დღემდე და უკრაინაში დატრიალებულ სისასტიკემდე? აფხაზეთში ქართველების გენოციდისას რუსებმა დახვრიტეს 31 ბავშვი. რამდენი ადამიანი დაიღუპა აფხაზეთის ომში, უცნობია. ასეულობით მოქალაქე დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. არასრული მონაცემებით ომში 30 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე და 10 ათასი სამხედრო პირი დაიღუპა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს რაოდენობა გაცილებით მეტია. რუსული აგრესიის შედეგად 300 000-ზე მეტი მოქალაქე დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში.
ქართველების გენოციდი აფხაზეთში და უკრაინა რუსული ფაშიზმის პირისპირ - შაბათის ფორმულა
09 აპრ 202220:24
3 წუთის საკითხავი