logo
ENG



სამოქალაქო ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ

12 აპრ 202218:55
3 წუთის საკითხავი
 
სამოქალაქო ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ. განცხადებაზე ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური.

საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი 11 აპრილს მიიღო. 

"მნიშვნელოვანია, მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ხაზს ვუსვამთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია ღირებული გამოცდილება, მსგავსი კითხვარის გამოყენებით საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების სფეროში

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და პასუხების გასაჯაროება, რაც ყველა დაინტერესებულ აქტორს პროცესში ჩართვისა და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას მისცემს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ღია საზოგადოების ფონდი
  2. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  3. დემოკრატიის ინდექსი საქართველო
  4. სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
  5. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  7. უფლებები საქართველო
  8. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  9. ღია სივრცე კავკასია
  10. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
  11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  12. კავშირი საფარი
  13. ციხის საერთაშორისო რეფორმა
  14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  15. პრევენცია პროგრესისთვის
  16. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  17. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  18. ევროპის ფონდი

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.


close დახურვა