უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს სთავაზობს, რომ პუტინის მეგობარი, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალონ. მედვედჩუკის დაკავების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
"განსაკუთრებით ცინიკურად მიმაჩნია მისი მხრიდან სამხედრო კამუფლაჟის გამოყენება. ასე შენიღბვას ცდილობდა. აი, ასეთი "მებრძოლია". ასეთი პატრიოტი. მედვედჩუკმა თვითონ აირჩია სამხედრო ფორმა, ის ექვემდებარება საომარი დროის წესებს.
ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას ამ თქვენი ბიჭის გაცვლას რუსულ ტყვეობაში მყოფ ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა და სამხედროებმაც განიხილონ ეს შესაძლებლობა", - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს.
რადა პრორუსი დეპუტატი მედვედჩუკი უკრაინაში მოსკოვის იდეების გავრცელებელი და რუსეთის ინტერესების ლობისტია. ის ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის ლიდერია. რუსეთის პრეზიდენტი კი მისი შვილის ნათლიაა.
მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. რუსეთის თავდასხმის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ცოლი ბელარუსში გაიქცა, მოგვიანებით გაიქცა მედვედჩუკიც.