ოზურგეთში სახლზე პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ბანერი ისევ დაკიდეს. სახლის წინ კვლავ არის უკრაინისა და საქართველოს დროშებიც.
აქტივისტმა ნინო ურუშაძემ ფორმულას უთხრას, რომ ხვალ აქცია გაიმართება.
დღეს, 13 აპრილს ოზურგეთში სახლის მესაკუთრის შვილიშვილმა ალტ-ინფოს ბანერი ჩამოხსნა და სახლის ჭიშკარზე საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინა.
მისი თქმით, ფართის მიქირავების შესახებ არ იცოდა და ალტ-ინფოს ოფისის გახსნის საშუალება მისმა ბებიამ მისცა, რომელიც, მისივე თქმით, "გააცურეს".
გუშინ, 12 აპრილს სახლთან ხმაური იყო. ქალმა, რომელმაც ალტ-ინფოს ფართი მიაქირავა, ჟურნალისტებს ხელკეტით გაუსწორდა. ის ჟურნალისტებს დღესაც დაუპირისპირდა.