დააბეს, სცემეს, არ მისცეს საკვები, 9 თვის ორსული ქალი სამშობიაროში არ წაიყვანეს და მან საფირფარეშოში, მარტომ იმშობიარა. რეპორტაჟი ფსიქიატრიული საავადმყოფოების კოშმარზე. შაბათის ფორმულა დაწესებულებაში შევიდა და ფარულად გადაიღო იქ არსებული სიტუაცია. რეპორტაჟის ავტორი კლინიკებში მიდის, როგორც რიგითი მოქალაქე, რომელსაც ფსიქიკური ჯანთელობის პრობლემის მქონე დის სამკურნალოდ დატოვება სურს. რა რეაქცია აქვთ ექიმებს სანამ ჟურნალისტები პაციენტები ჰგონიათ და მას შემდეგ, რაც გაიგებენ რომ მათ იღებდნენ - ამ ყველაფერს შაბათის ფორმულას რეპორტაჟში ნახავთ.