logo
ENG



დიდი ბრიტანეთი ახალ სანქციებს რუს გენერლებსა და პუტინის სამხედროების მხარდამჭერებს უწესებს

21 აპრ 202217:04
3 წუთის საკითხავი
 
(Wiktor Szymanowicz/Future Publishing/Getty Images)

გაერთიანებულმა სამეფომ  სანქციების ახალი ტალღის შესახებ განცხადება გააკეთა. ახალი სანქციების მთავარი სამიზნეები ის გენერლები არიან, რომლებიც სჩადიოდნენ სისასტიკეს ფრონტის ხაზზე. ასევე სანქციები ეხებათ კერძო პირებსა და ბიზნესებს, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის სამხედროებს.

"რუსეთის მიერ უკრაინის ხალხზე თავდასხმის გარყვნილება ყველასთვის გასაგებია. ისინი მიზანმიმართულად უმიზნებენ საავადმყოფოებს, სკოლებს და სატრანსპორტო ცენტრებს მარიუპოლში და მის ფარგლებს გარეთ - ისევე, როგორც ეს გააკეთეს ჩეჩნეთსა და სირიაში." - თქვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა.

"დიდი ბრიტანეთი ურყევია ჩვენს მხარდაჭერაში უკრაინისადმი და პუტინისა და მისი რეჟიმის პასუხისგებაში მიცემის პროცესისადმი. დღევანდელი სანქციების ახალი ტალღა ეხება გენერლებსა და თავდაცვის კომპანიებს, რომლებსაც სისხლი აქვთ ხელებზე." - თქვა ტრუსმა.

"უკრაინაში აგრესიული ომის გაგრძელების საპასუხოდ" დიდი ბრიტანეთის მთავრობა აწესებს სანქციებს შემდეგ პირებზე :

  • ვიცე-პოლკოვნიკი აზატბეკ ომურბეკოვი, რუსეთის არმიის მეთაური, რომელიც მონაწილეობდა ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში
  • გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი, საჰაერო სადესანტო ძალების მეთაური
  • გენერალ-მაიორი ვალერი ფლიუსტიკოვი, რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური
  • გენერალური პოლკოვნიკი ნიკოლაი ბოგდანოვსკი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე

close დახურვა