
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსეთში უკრაინელებისთვის საკონცენტრაციო ბანაკის შექმნას გეგმავდნენ.
"მხოლოდ პუტინს არ მიუღია ფართომასშტაბიანი შეჭრის გადაწყვეტილება., ეს რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა. მათი ამოცანაა გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, უკრაინა. პუტინი და შოიგუ უკრაინელებისთვის დასავლეთ ციმბირში საკონცენტრაციო ბანაკების შექმნას გეგმავდნენ, რათა მათ ახალი ქალაქები აეშენებინათ. უდავოა, რომ რუსეთი არ გაჩერდება. სანამ ჩვენ მათ არ განვდევნით მთელი ჩვენი ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან, ომი არ დასრულდება"- თქვა მან.
როგორც დანილოვმა აღნიშნა, უკრაინული ჯარები რეგულარულად ახორციელებენ კონტრშეტევას, თუმცა მისივე თქმით, სასწრაფოდ საჭიროა მეტი იარაღი.