logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალებმა 56 რუსული დრონი გაანადგურეს

26 მარ 202518:56
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/26/g7px56x86teotjq.jpeg

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინას 117 შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. უკრაინულმა მხარემ 56 დრონი გაანადგურა, ხოლო 48-მ მიზანს ვერ მიაღწია.

რუსეთის მხრიდან თავდასმის შედეგად სუმის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქები დაზარალდა.

რუსული საჰაერო თავდასხმა ავიაციამ, საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფებმა და მობილური საარტილერიო ჯგუფებმა მოიგერიეს.


close დახურვა