ინტერნეტში ვრცელდება აუდიოჩანაწერები სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.
აუდიომასალა YouTube არხზე გავრცელდა, რომლის სახელწოდებაა "კიბერ კმარა."
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.
ასევე, ახსენებენ ვინმე დავითს, რომელიც, სავარაუდოდ, კარტოგრაფების საქმის ფიგურანტი დავით ხიდაშელია. იგი რუსეთში ყოფნისას რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანია "სისტემას" ვიცე-პრეზიდენტი იყო. ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი სწორედ ევტუშენკოვია.
ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".
მეორე ჩანაწერში, რომელიც 12 მარტით თარიღდება, ივანიშვილი ახსენებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და შეხვედრას ბიზნესმენებთან.
ევტუშენკოვი დასავლური ქვეყნების მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც, ერთ-ერთი ბოლო იყო დიდი ბრიტანეთი, რომელმაც პირდაპირ მიუთითა რომ იკრძალება მათთან საქმიანი გარიგებები.