ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის და ვლადიმირ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერს ეხმაურება.
"თუ ეს სიმართლეა და იმ ქვეყნების პოლიტიკური და ბიზნესლიდერები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან, საქმეს იჭერენ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირებთან, ჩნდება სერიოზულ კითხვები სანქციების შესაძლო თავიდან აცილების და ასევე მათი ქვეყნების ევროპული მომავლისადმი ერთგულების შესახებ". - წერს მირიამ ლექსმანი.
If indeed true, and political & business leaders in countries who are aspiring to join the EU are dealing with individuals on EU sanctions list, this raises both serious questions about possible sanctions avoidance & also about their commitment to their countries’ European future https://t.co/Ak1hwtFOxE
25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.
ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".
ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, ალი უზდენოვს შეხვდეს, პასუხად ივანიშვილი ამბობს, რომ ის მას "პრემიერთან გაუშვებს".
26 აპრილს ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვმა დაადასტურა ალი უზდენოვის ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, თქვა, რომ მათ "დასვენებაზე ისაუბრეს".
ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.