უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშენკოს ინფორმაციით, კიევში ორი აფეთქება მოხდა. ლუკიანოვკაში 2 აფეთქების ხმა ისმოდა.
ადგილობრივი დროით 18:22 საათზე დედაქალაქში საჰაერო განგაში ჩაირთო. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ და უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ.
მოგვიანებით ინფორმაცია კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომაც დაადასტურა. მისი თქმით, აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა.