logo
ENG



გვარამია: თუ სააკაშვილი ამ ვითარებაში დატოვეს, ეს სასიკვდილო საფრთხის შემცველია

29 აპრ 202218:46
3 წუთის საკითხავი
 
გვარამია: თუ სააკაშვილი ამ ვითარებაში დატოვეს, ეს სასიკვდილო საფრთხის შემცველია
ვახო ქარელი/ფორმულა

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მას დამოუკიდებლად გადადგილება არ შეუძლია.

როგორც გვარამიას რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობის გამო, სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

"სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია, ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. ის პროცესზე ვერ მოვა. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება მასთან, შეხვედრების ოთახში, კიდევ შედგეს შეხვედრა...თუ ამ ვითარებაში დატოვეს, ეს სასიკვდილო საფრთხის შემცველია ყოველწუთიერად. სააკაშვილი ვეღარ გადაადგილდება დახმარების გარეშე. მას გასივებული აქვს სახსრები და შთაბეჭდილება რჩება, რომ ამოვარდნილი აქვს კოჭი. მისი წონა არის ისტორიულ მინიმუმზე, უფრო ნაკლებია ვიდრე შიმშილობის დროს. ახლა მიმდინარეობს კუნთების ქსოვილების წვა, შიმშილობის დროს კი ცხიმების წვა ხდებოდა. ჰემოგლობინის და ცილების მაჩვენებელიც ისტორიულ მინიმუმზეა. სააკაშვილი ძალიან ცუდად არის", - ამბობს გვარამია.

ის ასევე პენიტენციური სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, "სააკაშვილი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით". გვარამია პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს "სადისტ დამნაშავეებს" უწოდებს.

"ეს არის სადისტი დამნაშავეების და მკვლელების განცხადება, სხვას ვერ ვუწოდებ პენიტენციურს და იუსტიციის სამინისტროს. ჩიკატილოების განცხადებებზე შეუძლებელია განცხადებების გაკეთება. მიხეილ სააკაშვილს თუ არ გამოუშვებენ, უნდა გამოვიყვანოთ, მეორე არჩევანი არაა, მაშინ უნდა მოკვდეს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


close დახურვა