ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.99%
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 287 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 617 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 670 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 655 170-ს.
ბოლო 24 საათში აიცრა 425 ადამიანი.