logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

02 მაი 202210:53
3 წუთის საკითხავი
 
გამოვლინდა კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

გარდაიცვალა 1 ადამიანი. 

ჩატარდა 4 638 ტესტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.1%-ია. 

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან ამ დრომდე დადასტურდა  1 655 221 შემთხვევა, პანდემიას ემსხვერპლა 16 811 ადამიანი. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 51 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 36 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 3, ქვემო ქართლი - 0, შიდა ქართლი - 2, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 0, კახეთი - 2, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 091, საიდანაც:

286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 165, აჭარაში - 9, იმერეთში - 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 პირი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 5, იმერეთში - 7. 805 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


close დახურვა