logo
ENG



6 დღეა არ მიჭამია - ჯაფარიძე პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას მართავას

27 აპრ 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანის ქუჩაზე საგანმანათლებლო აქცია-პერფომანნს აწყობს. 

ჯაფარიძე მოწყალებას ითხოვს და ამბობს, რომ ამით ხალხის სათქმელს ამბობს.

„ხალხი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა ხელისუფლებამ და პრეზიდენტის დეკრეტებმა. ისინი ვერ გამოდიან, ვერ ბედავენ და მე ვმათხოვრობ მათ ნაცვლად“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ბანერზე, რომელზეც წარწერა ფრანგულადაა გაკეთებული, წერია: "6 დღეა არ მიჭამია". ჯაფარიძის თქმით, წარწერა ფრანგუ ენაზე სპეციალურად გააკეთა, რარა საქართველოს პრეზიდენტმა უკეთ გაიგოს მისი სათქმელი.

„6 დღე არ მიჭამიაო ისეთი ფრანგყულით მიწერია, როგორითაც ზურაბიშვილი მეტყველებს, იმედია გამოვა და ნახავს“, - აცხადებს ჯაფარიძე.

ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. საგანგებო მდგომაროება ქვეყანაში 22 მაისამდე გაგრძელდება. 

„გირჩი“ აქტიურად ითხოვს შეზღუდვების გაუქმებას. რამდენიმე დღის წინ ამ მოტხოვნით მათ იპოდრომთან აქცია-სეირნობა გამართეს, რა დროსაც პარტიის 14 პირი დააჯარიმეს, ხოლო 3 დააკავეს.


close დახურვა