logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა ლუჰანსკში სკოლას ბომბი ესროლეს, სადაც თავს 100-მდე ადამიანი აფარებდა

07 მაი 202223:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/07/vvud7t2lt0o2jp5.jpg

რუსი სამხედროები ლუჰანსკის სოფელ ბელოგოროვკას თავს დაესხნენ.

ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ოკუპანტებმა სკოლის შენობაზე, რომელსაც თავს 90 ადამიანი აფარებდა, ბომბი ჩამოაგდეს.

"რაშისტებმა ჩამოაგდეს ავიაბომბი სკოლაზე, რომელსაც თითქმის მთელი სოფელი იმალებოდა - ყველა, ვინც ევაკუაცია ვერ მოასწრო. სკოლის სარდაფი ამ ხალხის ერთადერთი გამოსავალი იყო, თუმცა რუსებმა ესეც წაართვეს. სკოლაში 90 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის 30-მდე ადამიანი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს", - ამბობს გაიდაი.


close დახურვა