logo
ENG



14 მაისიდან რუსეთი ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს წყვეტს

13 მაი 202221:50
3 წუთის საკითხავი
clock 928
2022/05/13/er5gvo1o53we1cq.jpg

14 მაისიდან რუსეთი ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტს წყვეტს. აღნიშნული განცხადება გავრცელდა მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ფინეთის მთავრობამ NATO-ში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.

როგორც კომპანია RAO Nordic Oy, რომელიც რუსულ ენერგეტიკულ კომპანია Интер РАО-ს ეკუთვნის, აცხადებენ, მიწოდება წყდება 6 მაისიდან Nord Pool-ის ბირჟაზე გაყიდული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო.

ფინეთის ელექტროქსელის კომპანია Fingrid-ში ამბობენ, რომ მიწოდების შეჩერება არ შეუქმნის პრობლემებს მომხმარებლებს, ვინაიდან მთლიანი მოხმარების მხოლოდ 10%-ს ყიდულობდნენ რუსეთისგან. დანაკლისის ანაზღაურება კი შესაძლებელი გახდება საკუთარი წარმოების ხარჯზე და შვედეთიდან იმპორტის გაზრდით.


close დახურვა