logo
ENG



ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

17 მაი 202217:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/17/xs9yr3333op3582.jpg

ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადის შეტანას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ფინეთის პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილებას მხარი 118-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

"პარლამენტი მხარს უჭერს ფინეთის განცხადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პარლამენტმა გადაწყვეტილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის შესაბამისად, 188 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო", - ნათქვამია პარლამენტის Twitter-ის გვერდზე.

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა განაცხადეს, რომ NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერენ. როგორც პრემიერისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს.

ფინეთთან ერთად, უახლოეს მომავალში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ელოდებიან შვედეთისგანაც.

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ განაცხადის გაკეთების შემთხვევაში ფინეთს ალიანსში თბილად მიიღებენ. 

ჰელსინკის განაცხადს გამოეხმაურნენ მოსკოვშიც. რუსეთი ფინეთის მისწრაფებას "საფრთხეს" უწოდებს. 


close დახურვა