logo
ENG



უკრაინულმა სასამართლომ 2014-ში რუსეთში გაქცევის გამო იანუკოვიჩის დაკავების ნებართვა გასცა

19 მაი 202219:02
3 წუთის საკითხავი
clock 984
2022/05/19/5p7q3ixy1pnxmnl.jpg

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, კიევში, პეჩერსკის დასახლების სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების ნებართვა გასცა.

სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავება შეუფარდა. მას ბრალად 2014 წელს უკრაინიდან რუსეთში გაქცევა და საზღვარზე ადამიანების არალეგალურად გადაყვანა ედება.

„2014 წლის 23 თებერვალს, იანუკოვიჩმა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის პერსონალთან და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 3 ვერტმფრენით მინიმუმ 20 ადამიანი სახელმწიფო საზღვარზე დონეცკის რეგიონის ურზუფის შემოგარენიდან რუსეთში, ანაპაში გადაიყვანა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადება

ჯერჯერობით უცნობია ამჟამად სად იმყოფება იანუკოვიჩი. უკრაინული მედია Ukrinform მარტში წერდა, რომ იანუკოვიჩი მინსკში, ბელარუსში იმყოფებოდა.

ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი 2010-2014 წლებში იყო. მან პოსტი მაიდენის საპროტესტო აქციების შემდეგ დატოვა. უკრაინის მოსახლეობამ პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც იანუკოვიჩმა უკრაინა-ევროპის ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი განაცხადა, რაც უკრაინას ევროკავშირთან დააახლოებდა და რუსეთისგან დააშორებდა.

 

close დახურვა