თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ერთი ადამიანი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაიჭრა კიდევ ორი ადამიანი, მათ შორის მოკლულის ძმა.
დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ ოპერაცია უტარდებათ.
მკვლელობა სანადირო თოფით მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.