logo
ENG



უკრაინამ რუს ჯარისკაცს, ომის დანაშაულისთვის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

23 მაი 202214:05
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პროკურატურამ 21 წლის რუს ჯარისკაცს, ვადიმ შიშიმარინის, ომის დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

რუსი ჯარისკაცი სუმის ოლქში სამოქალაქო პირის მკვლელობის გამო გაასამართლეს. 

სამხედრომ აღიარა, რომ მოქალაქე მოკლა, თუმცა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ბრძანების მიხედვით მოქმედებდა და მოკლულის მეუღლისგან პატიება ითხოვა.

21 წლის ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ომის დანაშაულის გამო ასამართლებენ. შიშიმარინმა 28 თებერვალს 62 წლის შეუიარაღებელი მოქალაქე სუმის რეგიონის სოფელ ჩუპახივკაში მოკლა, მაშინ როცა ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა.

შიშიმარინი 4 რუს სამხედროსთან ერთად უკრაინულ ძალებს გაურბოდა, მათ კერძო მანქანა გაიტაცეს და სოფელ ჩუპახივკაში გადაადგილდებოდნენ, როცა გზად 62 წლის უკრაინის მოქალაქე დაინახეს. 

იგი ამბობსრომ სროლა მას პრაპორშჩიკმა და მისთვის უცნობმა პირმა უბრძანეს, რომელიც მასთად ერთად მანქანაში იყვნენ. 


close დახურვა