logo
ENG



საჭიროა მაქსიმალურად მკაცრი სანქციები - ზელენსკიმ დავოსის ფორუმის მონაწილეებს მიმართა

23 მაი 202215:23
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ონლაინ ჩართვისას უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა მაქსიმალური სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ.

ზელენსკის თქმით, უნდა დაწესდეს სრული ემბარგო რუსულ ნავთობზე და ყველა რუსულ ბანკს უნდა აეკრძალოს გლობალურ სისტემებთან წვდომა.

"საჭიროა მაქსიმალურად მკაცრი სანქციების დაწესება რუსეთის წინააღმდეგ, მხოლოდ ეს მოახდენს რუსეთის და ნებისმიერი სხვა ქვეყნის პრევენციას, დაიწყოს არაპროვოცირებული ომი მეზობლის წინააღმდეგ. ამჟამად, მსგავსი სანქვიები არაა ძალაში - ესენია სრული ემბარგო რუსულ ნავთობზე, ყველა რუსულ ბანკს უნდა აეკრძალოს წვდომა გლობალურ სისტემებთან და არანაირი ვაჭრობა რუსეთთან. არ უნდა დავუშვათ, ბრუტალურმა ძალებმა მართონ მსოფლიო", - თქვა ზელენსკიმ. 


close დახურვა