logo
ENG



ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

24 მაი 202209:07
3 წუთის საკითხავი
 

აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. 38 წლის კაცს ხერხემალი აქვს დაზიანებული.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს. კვლევების ჩატარების შემდეგ კი გაირკვა, რომ დაშავებულს ოპერაცია ესაჭიროება, რის გამოც ის თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებენ. ფორმულას პირად საუბარში კი უთხრეს, რომ კაცი ავტოგრაფ ქოლექშენის შენობიდან, 25-მეტრიანი სიმაღლიდან გადმოვარდა.


close დახურვა