logo
ENG



ჰაბეკის თქმით, რუსული ნავთობის ემბარგოზე ევროკავშირი შეთანხმებას "რამდენიმე დღეში მიაღწევს"

24 მაი 202210:39
3 წუთის საკითხავი
clock 919
2022/05/24/5805wmjblmkcuri.jpg

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რუსული ნავთობის ემბარგოზე ევროკავშირმა შეთანხმებას, შესაძლოა, რამდენიმე დღეში მიაღწიოს.

"გარღვევას რამდენიმე დღეში მივაღწევთ", - თქვა რობერ ჰაბეკმა გერმანულ რადიოსადგურთან ინტერვიუს დროს.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ემბარგო ავტომატურად არ შეასუსტებს კრემლს. მას შემდეგ რაც აშშ-მ რუსულ ნავთობს ემბარგო დაუწესა, ნავთობის ფასი გაიზარდა, რამაც საშუალება მისცა რუსეთს, რომ მცირე მოცულობის გაყიდვით მეტი შემოსავალი მიეღო.

ევროკავშირი რამდენიმე კვირაა რუსეთისთვის სანქციების მეექვსე პაკეტს ათანხმებს, რომელიც რუსული ნავთობის ემბარგოს გულისხმობს. ბლოკის ქვეყნების დიდი ნაწილი რუსულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული. ნავთობის აკრძალვას კი განსაკუთრებით ეწინააღმდეგება უნგრეთი, რომელიც აცხადებს, რომ სანქციების პაკეტს ამ სახით ხელს არ მოაწერს.


close დახურვა