logo
ENG


ლუდმილა დენისოვა: რუსები აგრძელებენ მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას

24 მაი 202221:25
3 წუთის საკითხავი
clock 273
2022/05/24/b9rppz4l73lcblj.jpg

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ რუსები დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას აგრძელებენ. საბაბი მათი პროუკრაინული პოზიციებია

კერძოდ, დენისოვას განცხადებით, რაშისტებმა მელიტოპოლიდან გაიტაცეს ქალაქის პროფესიული განათლების მულტიდისციპლინარული ცენტრის დირექტორი, ოლესია დოროჰოვა.

უკრაინის სახალხო დამცველი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქალმა სკოლის ბაზაზე ჰიმანუტარული დახმარების ცენტრი მოაწყო, რომელიც იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ხელისუფლებას მელიტოპოლის მცხოვრებლების და მარიუპოლიდან დევნილების დახმარება შეეძლო. 

ცენტრში ადამიანები იღებდნენ საკვებს, აუცილებელ საჭირო ნივთებს, წამლებს, მოხალისეებმა შექმნეს პაკეტი მარტოხელა და მწოლიარე პაციენტებისთვის.

"აქტივისტების გატაცებით ოკუპანტები ცდილობენ, ხელი შეუშალონ მოსახლეობის ნებას და დანერგონ შიში და ტერორი. 

მოქალაქეების ტყვედ აყვანა ჟენევის კონვენციის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაა. 

ასეთი ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი. 

მივმართავ გაეროს ადამიანის უფლებათა დარღვევების საგამოძიებო კომისიას, გაითვალისწინოს რუსების მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ეს ფაქტები". - წერს უკრაინის სახალხო დამცველი. 


close დახურვა