logo
ENG



4 ივნისიდან თბილისში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება - მერია

25 მაი 202213:09
3 წუთის საკითხავი
clock 2369
4 ივნისიდან თბილისში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება - მერია

თბილისის მერიის ცნობით, მომატებული მგზავრთნაკადის გამო 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება.

მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება.

დაგეგმილია შემდეგი საავტობუსო მარშრუტების ამოქმედება:

  • N293 ავტობუსი განკუთვნილია დიდი დიღმის დასახლებისთვის;
  • N294 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს - N444;
  • N295 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს - N546;
  • N296 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს -  N544;
  • N297 ავტობუსი ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს -  N425;

გარდა ამისა, ამოქმედდება მიკროავტობუსის სამი ახალი სამარშრუტო ხაზი:

  • N425 მიკროავტობუსი მოემსახურება მეტრომშენის დასახლებას.
  • N444 მიკროავტობუსი მოემსახურება ზღვის უბნის დასახლებას
  • N546 მიკროავტობუსი იყალთოს გორიდან მეტროსადგურ ტექნიკური უნივერსიტეტამდე იმოძრავებს.

close დახურვა