logo
ENG


ჰაიდაის თქმით, მომავალი კვირა ლუჰანსკისთვის გადამწყვეტი იქნება

25 მაი 202215:46
3 წუთის საკითხავი
clock 216
2022/05/25/jk3mmugv4jcyg2h.jpg

ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ჰაიდაი ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები დონბასზე არიან ფოკუსირებულნი და ოლქში არიან მობილიზებულნი. მისივე თქმით, მომავალი კვირა ოლქისთვის გადამწყვეტი იქნება.

ჰაიდაის თქმით, ლუჰანში რუსი ჯარისკაცების დიდი რაოდენობა იბრძვის, თუმცა მათი რესურსები ამოუწურავი არაა.

"ორკების რაოდენობა იწურება. ისინიც ხომ ისევე ტყვიაგამტარები არიან, როგორც დანარჩენები. ერთადერთი - ძალიან ბევრნი არიან. ჩვენი მებრძოლები უბრალოდ შოკირებულნი არიან იმით, რომ ტარაკნებივით ყველა ნაპრალიდან ძვრებიან. მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოესი კვირა აჩვენებს, ყველა მოვლენის განვითარება ამ კვირაში იქნება", - თქვა ჰაიდაიმ.

გუბერნატორი ამბობს, რომ სევეროდონეცკში ახლა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს და ვითარება მძიმეა.

"ქალაქი მუდმივად ნადგურდება, მთელი დღის განმავლობაში. ქალაქში ვითარება ძალიან მძიმეა. გუშინ ბრძოლები უკვე ქალაქის შემოგარენში იყო", - განაცხადა ჰაიდაიმ.


close დახურვა