ვაკეში, არაყიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მათ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დამატებითი ინფორმაცია უცნობია. ფორმულა დეტალებს შსს-შიც არკვევს.
დამატებით ინფორმაციას ფორმულა მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.