logo
ENG



მცხეთაში ავარია მოხდა, რის შემდეგაც ავტომობილი დაიწვა - არის მსხვერპლი

28 მაი 202218:57
3 წუთის საკითხავი
clock 2786
2022/05/28/g6yuqahznrvi6vn.jpg

მცხეთაში, ჯვრისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ძელს შეეჯახა. ამის შემდეგ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ის დაიწვა. მანქანაში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს - 3 მათგანი მცხეთის საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, 1 მცხეთის ნიუს ჰოსპიტალში, 1 კი თბილისის ვივამედში

ვივამედის დირექტორის განცხადებით, მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია უტარდება. 

ფორმულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.


close დახურვა