logo
ENG



ვაშაძე: ინფორმაცია მაქვს, რომ ქართული ოცნება ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს

08 ივნ 202213:58
3 წუთის საკითხავი
clock 1225

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძის თქმით, ქართული ოცნება მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ინფორმაცია წყარომ მიაწოდა.

"ახლა მომაწოდა წყარომ ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება გეგმავს ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას, მათ შორის, არ ვიცი სხდომათა დარბაზში გეგმავენ თუ გარეთ. ამის ნიშნები იყო გუშინ, განცხადებების შემდეგ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ისინი აპირებენ ჩემ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას. დაავალეს საკუთარ ფრაქციაში იმ მოჭიდავე თუ გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყობ ამასთან მიმართებით.

მე მივმართავ ქართლ ოცნებას - პასუხი არ გაქვთ ჩვენ მიერ დასმულ საკითხებზე და გინდათ, გადახვიდეთ ანგარიშსწორებაზე. ჩვენ უკან არ დავიხევთ და ქართულ საზოგადოებას თქვენს რეალურ სახეს ნამდვილად ვაჩვენებთ"- ამბობს ვაშაძე.


close დახურვა