logo
ENG



დიპკორპუსის წარმომადგენლების მონაცემების ხელმისაწვდომობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

12 ივნ 202219:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/12/0osz743wl1isw4v.png

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის, გამოყენების, გავრცელებისა და ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფის ფაქტზე დაიწყო.

"გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, კერძოდ ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერმა, საბუღალტრო ოფისის მიღმა ტერიტორიაზე - შენობის სადარბაზოში განათავსა საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებული იყო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა სახის პროდუქციის შეძენასთან და შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების პირადი მონაცემების, მათ შორის ტელეფონის ნომრებისა და საბანკო გადარიცხვების ინფორმაციის შემცველი ათასობით ფურცელი თბილისში, ქუჩაში იპოვეს.


close დახურვა