logo
ENG



შსს: სოფელ აკურაში 1-ის მკვლელობისა და 3-ის დაჭრისთვის რუსთავში 1 ადამიანი დავაკავეთ

12 ივნ 202211:14
3 წუთის საკითხავი
clock 1243
კადრი: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  პოლიციამ  21 მაისს სოფელ აკურაში დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი რუსთავში დააკავა.

შსს-ის ცნობით ბრალდებულმა 21 მაისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში 4 ადამიანს სანადირო თოფიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათგან 1 ადამიანი გარდაიცვალა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ ძმებს - 1976 წელს დაბადებულ კ.მ.-ს და 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს, ასევე, მათ დედას - 1954 წელს დაბადებულ ე.მ.-ს და საკუთარ შვილს - 1993 წელს დაბადებულ გ.გ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, კ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ“ - აცხადებს შსს

შსს-ის ცნობით დაკავებული 1970 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი კაცია. ის რუსთავში დააკავეს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა