ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე კაცს მშენებლობიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა. გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, კაცმა გონება დაკარგა, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკაში ბათუმელებს უთხრეს, რომ კაცის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მათი თქმით, დაშავებულს მრავლობითი დაზიანება აქვს, მთავარი დაზიანება კი კეფის არეში აქვს მიღებული.