logo
ENG



ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც რესტორანში იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა

12 ივნ 202220:12
3 წუთის საკითხავი
clock 8019
2022/06/12/x53zr3l0z5usjap.png

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალი წარედგინა პირს, კ.ნ.-ს, რომელმაც მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა 7 ივნისს მარანი ჰოლში ყოფნის დროს, სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან უკანონოდ რამდენჯერმე გაისროლა. მათივე ცნობით, იარაღი იმავე ღამეს ამოიღეს.

კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მათივე თქმით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავენ.


close დახურვა