logo
ENG



პროკურატურის მოთხოვნით, გირაო შეეფარდა პირს, რომელმაც რესტორანში იარაღიდან ისროლა

14 ივნ 202216:15
3 წუთის საკითხავი
clock 2094

პროკურატურის მოთხოვნით, აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000 ლარი გირაო შეეფარდა პირს, კონსტანტინე ნატროშვილს, რომელმაც მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა.

კაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა 7 ივნისს მარანი ჰოლში ყოფნის დროს, სხვის სახელზე რეგისტრირებული AERO PRECISION X15-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან უკანონოდ რამდენჯერმე გაისროლა. მათივე ცნობით, იარაღი იმავე ღამეს ამოიღეს.

 

 

 


close დახურვა