logo
ENG



"10 000-ლარიანი ჯარიმა დამეკისრა" - თბილისში უცნაური სიმბოლოების ავტორი

18 ივნ 202221:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/18/u76p89hrab4byhx.png

თბილისის სხვადასხვა შენობაზე გაკეთებული უცნაური სტენსილების ავტორი მიხაილ ვრონსკი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

მისი თქმით, პროკურატურა თავდაპირველად 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით მისთვის ჯარიმის დაკისრება გადაწყდა.

"დღეს წამოვიღე პასპორტი პოლიციის განყოფილებიდან, სადაც ჩემი საბუთი 2 თვის განმავლობაში ინახებოდა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მე ღამღამობით ვხატავდი კატას, რომელსაც ჰქვია შიშა. რამდენიმე თვის განმავლობაში მოვხატე თითქმის მთელი თბილისი. ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ფორსირებულად დაიწყეს პოსტების წერა, რომ ვიღაც რუსი ტოვებს მინიშნებებს სახლებზე, დაიწყეს იმის წერა, რომ ეს რუსული არტილერიის ნიშნებია. 6 საათის განმავლობაში ჩემს სახლში მიმდინარეობდა ჩხრეკა, რათა ეპოვათ რაიმე კავშირი რუსულ არმიასთან. ტელეფონი და კომპიუტერი შემიმოწმეს ექსპერტიზაზე. მოგვიანებით ქალაქში გამოჩნდა ჩემი მიმბაძველი, ისიც დააკავეს მაშინ. რამდენიმე კვირა პოლიციაში დავყავდი, ნახევარსაათიანი სასამართლო პროცესის შედეგად ამეკრძალა საქართველოში ხატვა", - წერს ვრონსკი.

***

აპრილის თვეში, თბილისის სხვადასხვა შენობებზე სტენსილი გაჩნდა, რომელმაც მოქალაქეებში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. ბევრი ქუჩის მხატვარი აცხადებდა, რომ მათთვის უცნობია ამ გრაფიტის მნიშვნელობა ან მისი ავტორი, ზოგიერთი მოქალაქე კი მიიჩნევდა, რომ ამ სტენსილში, შესაძლოა, რუსეთის დივერსანტების ხელი ერიოს, რადგან მათი თქმით, მსგავსი ნიშნები უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაჩნდა.


close დახურვა