logo
ENG



სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები დღევანდელ აქციას უერთდებიან

20 ივნ 202212:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/20/gj015ze3aue9ype.jpg

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები დღევანდელ აქციას უერთდებიან.

სტუდენტები აცხადებენ, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანია, ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

"#საბაუნის სტუდენტები ვუერთდებით 20 ივნისს დაგეგმილ აქციას - "შინ ევროპისკენ".

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი და უსაფრთხო გარემო. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი - ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია! შინ ევროპისკენ!" - ნათქვამია განცხადებაში.

აქციას ასევე უერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისჯიპასსაქართველოს უნივერსიტეტისკავკასიის უნივერსიტეტისსაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები.

აქცია "შინ ევროპისკენ!" პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.


close დახურვა