logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული ძალები, დიდი ალბათობით, ლისიჩანსკის სამხრეთით დაწინაურდნენ

23 ივნ 202210:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/23/50z4sxxx3iwpqoo.jpg

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ 19 ივნისიდან რუსული ძალები, დიდი ალბათობით, დონბასის ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთით 5 კილომეტრით დაწინაურდნენ.

"ზოგიერთმა უკრაინულმა შენაერთებმა უკან დაიხიეს, შესაძლებელია, ალყაში მოქცევის თავიდან აცილების მიზეზით. ამ სექტორში რუსეთის პოზიციების გაუმჯობესება, სავარაუდოდ, ბოლოდროინდელი დანაყოფების გაძლიერებისა და ცეცხლის ძლიერი კონცენტრაციის შედეგია."- აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა. 

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ძალები მზარდი ზეწოლის ქვეშ აყენებენ ლისიჩანსკ-სივეროდონეცკის მონაკვეთს. თუმცა, დონეცკის დასავლეთით რუსული ძალების მცდელობა ტერიტორიული წინსვლის მიღწევის, შეჩერებულია. 

22 ივნისს,  დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთი დიდი ალბათობით ემზადება დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო შენაერთების განლაგებისთვის.


close დახურვა