logo
ENG



სადრაძის თქმით, ხოშტარიას ბრალდება პროკურორებზე "სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია"

23 ივნ 202214:08
3 წუთის საკითხავი
clock 1162

პროკურორი მიხეილ სადრაძე ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას ბრალდება "სამართლებრივ საფუძველს" მოკლებულია.

სადრაძე ერთ-ერთია, ვის დასანქცირებაზეც დღეს ელენე ხოშტარიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტული პროკურორების მსგავსად, ისიც ივანიშვილის "პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს".

სადრაძეს ფორმულამ ხოშტარიას მოთხოვნებზე კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც პროკურორმა ასე უპასუხა:

"არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ იმიტომ, რომ სამართლებრივ საფუძველს ეს საკითხი მოკლებულია და სხვა საკითხების განხილვაში მე ვერ შევალ... სამართლებრივი შემადგენელი ასეთ პოზიციას არ აქვს ჩემი აზრით".

დღეს, 23 ივნისს, დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ "ოლიგარქიის საყრდენი" პროკურორების დასანქცირებაზე ისაუბრა.

კონკრეტული პროკურორები ჩამოთვალა, რომლებიც მისივე თქმით, ივანიშვილის "პოლიტიკურ დავალებებს" ასრულებენ.

პროკურორები, რომელთა დასანქცირებასაც ხოშტარია ითხოვს: ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი შოთაძე, ჯარჯი წიკლაური, მიხეილ სადრაძე, ამირან გულუაშვილი, რევაზ ბაღაშვილი არიან.

 


close დახურვა