logo
ENG



"ვასრულებთ ხელმძღვანელის კანონიერ დავალებებს" - პროკურორი წიკლაური ხოშტარიას ბრალდებებზე

23 ივნ 202214:24
3 წუთის საკითხავი
clock 1196

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, არასერიოზულია ელენე ხოშტარიას ბრალდება, რომ კონკრეტული პროკურორები ივანიშვილის „პოლიტიკურ დავალებებს“ ასრულებენ.

წიკლაურის მტკიცებით, ის ასრულებს კანონის მითითებებს და ხელმძღვანელის კანონიერ დავალებებს.

"სერიოზული კომენტარის გაკეთება ამაზე ცოტა რთულია. მე, როგორც ნებისმიერი პროკურორი, ვასრულებთ კანონის მითითებებს და ჩვენი ხელმძღვანელის კანონიერ დავალებებს, რაც მოცემულია პროკურატურის შესახებ კანონში და საქართველოს კონსტიტუციაში. დანარჩენ არასერიოზულ ბრალდებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - ამბობს წიკლაური ფორმულასთან საუბარში. 

დღეს, 23 ივნისს, დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ "ოლიგარქიის საყრდენი" პროკურორების დასანქცირებაზე ისაუბრა.

კონკრეტული პროკურორები ჩამოთვალა, რომლებიც მისივე თქმით, ივანიშვილის "პოლიტიკურ დავალებებს" ასრულებენ.

პროკურორები, რომელთა დასანქცირებასაც ხოშტარია ითხოვს: ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი შოთაძე, ჯარჯი წიკლაური, მიხეილ სადრაძე, ამირან გულუაშვილი, რევაზ ბაღაშვილი არიან.


close დახურვა