logo
ENG



"დაასრულეთ დღეს სამუშაო საათები 18:30-ზე" - გირჩი-მეტი თავისუფლება დამსაქმებლებს მიმართავს

24 ივნ 202213:56
3 წუთის საკითხავი
clock 430
2022/06/24/q4ewxbn7qk33ffn.jpg
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

გირჩი - მეტი თავისუფლება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მიმართავს და მოუწოდებს სამუშაო საათები შეამცირონ, რათა დასაქმებულებმა დღეს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე დასწრება შეძლონ.

"ყველა ბიზნესებს, დიდს, პატარას, მაღალს, დაბალს, მომგებიანს, ზარალზე მყოფს ვისაც შეგიძლიათ დაასრულეთ დღეს სამუშაო საათები 18:30-ზე და მიეცით შესაძლებლობა დასაქმებულებს დადგნენ თავისუფლების და ევროპული მომავლის მხარეს 20:00-ზე, რუსთაველზე. ამაზე სწორი ბიზნესი არ არსებობს დღეს", - წერია განცხადებაში.

დღეს საერთო სახალხო მოძრაობა პარლამენტთან, 20:00 საათზე აქციას მართავს. აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდებიან. აქციის ორგაანიზტორები ასევე სამოქმედო გეგმასაც წარადგენენ. 

 

 


close დახურვა