logo
ENG



მოძალადე ჯგუფის ლიდერები, მორგოშია და მახარაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

27 ივნ 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock 1367
2022/06/27/wkx01kwi95yj8hf.jpg

მოძალადე ჯგუფის ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურაბ მახარაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ისინი ამ წუთებში პოლიციის შენობაში იმყოფებიან.

მიზეზი, სავარაუდოდ, მათი მხრიდან თბილისი პრაიდის მისამართით მუქარაა. მიუხედავად იმისა, რომ წელს ღირსების მარში არ გაიმართება, მოძალადეები ამბობენ, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას არც დახურულ სივრცეში დაუშვებენ.

პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვირეულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამივე ღონისძიებაზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავენ. მოძალადეებს კი მოუწოდებენ, კანონი დაიცვან,  წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე თქმით, "სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება".

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენცია, ფილმის ჩვენება და ფესტივალი. სამივე ღონისძიება დახურულ სივრცეში გაიმართება.


close დახურვა