უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, ბავარიაში, ვიდეო მიმართვით დიდი შვიდეულის სამიტზე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რუსეთისთვის მეტი სანქციები და უსაფრთხოების გარანტიები ითხოვა.
ასევე, ზელენსკიმ G7-ის ლიდერებს სთხოვა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის და უკრაინის აღდგენითი პროცესების საკითხებში დახმარება.
დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტს კრძალავენ.
ეს ნაბიჯი მოსკოვზე სანქციების წნეხის ნაწილია, რომელიც მიზნად უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსების გზების შეწყვეტას ისახავს.
Reuters-ს წყარომ გერმანიის ხელისუფლებიდან უთხრა, რომ ოქროს იმპორტის აკრძალვის გარდა დიდი შვიდეულის ლიდერებმა ასევე განიხილავენ რუსული ნავთობის იმპორტზე გადასახადის მაქსიმალური ზღვრის დაწესებას.